საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 1 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე ცესკოს სხდომა გაიმართება

    1 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე ცესკოს სხდომა გაიმართება

    31 აგვისტო, 2016

    ცესკოს სხდომა გაიმართება სასტუმროში "ყვარლის ედემი"

    მის: ქ. ყვარელი, აღმაშენებლის 87ა

    სრულად
  • ვაკანსია №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე

    ვაკანსია №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე

    31 აგვისტო, 2016

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისის დროებითი წევრის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

    სრულად
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება №127/2016

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება №127/2016

    30 აგვისტო, 2016

    “საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია - სოციალისტები“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივლისის № 44/2016 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ

    სრულად
  • ცესკოს განცხადება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ

    ცესკოს განცხადება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ

    30 აგვისტო, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ცესკოს №60/2016 დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში ისარგებლონ იმავე რიგითი ნომრით, რომლის სარგებლობის უფლებაც მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ  ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს, ამავე დადგენილების შესაბამისად, აქვთ  მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.

    სოციალური და სხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.

    შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, - იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს, დადასტურების შემთხვევაში, განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას.

    სრულად
  • შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან

    შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან

    30 აგვისტო, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს.

    ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.

    OSCE/ODIHR-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს. ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.  OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.  

    დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კელჩევსკი, ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი,  მრჩეველი ალექსი ლიჩკოვახი, გრძელვადიან დამკვირვებელთა კოორდინატორი კერსტინ დოქტერი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვა, ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში ენირა ბრანიცსკაია და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდნენ.

     

     

     

    სრულად
  • შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან

    შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან

    30 აგვისტო, 2016

    ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე მიიღეს ინფორმაცია. სპეციალურად მათთვის დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ისინი, ასევე გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს. ინფორმაცია ახალგაზრდებს, ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ წარუდგინა და მათ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

    შეხვედრა ცესკოსთან არსებული სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ეთნიკურ უმცირესობათა საარჩევნო ელექტორატის ინფორმირებულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის“, ფარგლებში გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ ახორციელებს.

    ამ სახის შეხვედრები, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდას და თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

    სრულად

სიახლე