საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 26 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    26 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    26 აგვისტო, 2016

    პროექტი

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
    №62 სხდომის
    დღის წესრიგი


    1. განკარგულება
    მოქალაქე გია ფაცურიას 2016 წლის 25 აგვისტოს საჩივრის (ცესკოში რეგისტრაციის №3245) შესახებ

    სრულად
  • საარჩევნო განვითარების სკოლების კურსდამთავრებულები ცესკოში

    საარჩევნო განვითარების სკოლების კურსდამთავრებულები ცესკოში

    26 აგვისტო, 2016

    საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საოლქო საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით 20 კურსდამთავრებული სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ და სამი თვის განმავლობაში საარჩევნო პროცესების შესახებ უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

    წარმატებულ სტუდენტებს თამარ ჟვანია შეხვდა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის განვითარების პროცესში არჩევნების როლზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე აქტივობებზე ესაუბრა. ახალგაზრდებმა ცესკოში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენაც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

    სპეციალურად მათთვის გაიმართა ინფორმაციული ხასიათის საორიენტაციო შეხვედრაც; ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან მიიღეს ინფორმაცია ცესკოს საქმიანობების შესახებ.

    ცესკოს წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე სასწავლო კურსს გადიან, წელს 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ტრენინგები 453-მა ახალგაზრდამ გაიარა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.  

    საარჩევნო განვითარების სკოლა ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

    სრულად
  • ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ

    ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ

    25 აგვისტო, 2016

    საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 27 აგვისტოდან იწყება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების I ეტაპი, რომელიც დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

    საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;

    საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევა და ხელმძღვანელ პირთა არჩევი წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება)).

    საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;

    საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;

    განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.

    ტრენინგების I ეტაპი დასრულდება 4 სექტემბერს, ტრენინგების ფარგლებში სასწავლო კუსს გაივლის 73 საოლქო საარჩევნო კომისიის, მათ შორის, 53 ძირითადი და 20 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის 949 მოქმედი წევრი.

    იხილეთ ბმულები:

    ტრენინგების კონცეფცია

    გრაფიკი

     

    სრულად
  • საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის  კოდექსი

    საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი

    22 აგვისტო, 2016

    საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.

    დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

    კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

    „საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს  მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტში ჩვენ ვაღიარეთ, გავითავისეთ და ვთანხმდებით, რომ დავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას, ასევე ვიქნებით მაღალი ეთიკისა და სტანდარტების მქონე როგორც ადმინისტრატორები, ისე დამკვირვებლები, იმისათვის რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    თამარ ჟვანიას ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, კოდექსის შემუშავების მიზნით 30 ივნისს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

    დღესვე დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის", „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი", „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", „თავისუფალი არჩევანი“, „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი", „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის", „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო", „სამართალი 2014", „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", „მწვანე კავკასია", „მომავლის ნათება", „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი", „ჯანმრთელი სამყარო", "საზოგადოებრივი დამცველი", „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი”.

    სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

    სრულად
  • ცესკო ამომრჩეველებს ახალ სერვისს სთავაზობს მონაცემების გადასამოწმებლად

    ცესკო ამომრჩეველებს ახალ სერვისს სთავაზობს მონაცემების გადასამოწმებლად

    21 აგვისტო, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

    შეგახსენებთ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.

    ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა ( მისამართის გარეშე რეგისტრირებული 23 988, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნილი 35 254 ამომრჩეველი).

    ცესკოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა, ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

    საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ამომრჩევლების ხმის უფლებას უზრუნველყოფს.

    სრულად
  • 8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

    8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

    19 აგვისტო, 2016

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა.

    ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

    გარდა ამისა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის  გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

    არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

    ზემოაღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებას, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მიაწოდა.

    „გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები ორივე არჩევნებისთვის.  

    საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.  

    საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.

    იქიდან გამომდინარე რომ,  საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის. მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი.

    დღევანდელ სხდომაზე ცესკომ, ასევე განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში  მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. 

    * * *  

    დღესვე, ცესკომ მიიღო დადგენილება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ.

    საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, ის რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

    სწორედ ამიტომ ცესკომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი არიან ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პირები. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებზე 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც არის პარტიული სიების წარდგენის  ბოლო ვადა.

    სრულად

სიახლე