საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია

    „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია

    22 ივლისი, 2016

    დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პროექტის, - „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში (CoE) კრისტიან ურსემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.  ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარუდგინა.

    როგორც შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცესკო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს და მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლები“…

    სრულად
  • სამუშაო შეხვედრა ბათუმში

    სამუშაო შეხვედრა ბათუმში

    21 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები აჭარისა და გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია.

    ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს, რომელთა შორის ასევე იყვნენ აჭარისა და გურიის რეგიონის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები,…

    სრულად
  • სამუშაო შეხვედრა ქუთაისში

    სამუშაო შეხვედრა ქუთაისში

    19 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს  წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული ინსტრუქციები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ საქმიანობებზე, რომელსაც ცესკო 2016 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. 

    „ბევრი სიახლეა წელს არჩევნებთან დაკავშირებით,  იქედან გამომდინარე, რომ საზღვრების დაყოფა მოხდა ახლებურად, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ახლებურად განსაზღვრული,…

    სრულად
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა ამომრჩევლებს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა ამომრჩევლებს

    16 ივლისი, 2016

    მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.

    საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების…

    სრულად
  • ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა

    ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა

    16 ივლისი, 2016

    ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა, რომელთაგან 8 სტაჟიორია. შერჩეული ოპერატორები საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოემსახურებიან მომხმარებელს და არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას.

    ახალ ოპერატორებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა კი მათ კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ გააცნო.

    ოპერატორები რამდენიმე მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს: მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო…

    სრულად
  • „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

    15 ივლისი, 2016

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე. ტრენინგი 25 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

    საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.  

    პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა,…

    სრულად

სიახლე