ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია მიიღო

01 თებერვალი 2010

 

 
დღეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან ამომრჩეველთა ერთიანი სია მიიღო.  
 
ცესკო ამომრჩეველთა ერთიანი სიას საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით დაამუშავებს და გამოაქვეყნებს.
 
თავდაპირველ ეტაპზე, რეესტრის მიერ მოწოდებული ბაზა დაიყოფა ოლქების  ნომრების მიხედვით. შემდგომში კი მოქალაქეთა მისამართები გადანაწილდება საარჩევნო ოლქებისა  და უბნების მიხედვით. 
 
თითოეულ მოქალაქესა და მის საცხოვრებელ მისამართს მიენიჭება სპეციალური კოდი, რომლის შედეგადაც ამომრჩეველი გადანაწილდება საარჩევნო უბანზე.
 
წელიწადში ოთხჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და სასამართლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა ერთიან სიას გადასცემს, რომლის საფუძველზე ცესკო მოწოდებულ სიებს   ბაზაში არსებულ მონაცემებს ადარებს და შესაბამისად ანახლებს.