ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია მიიღო

01 აგვისტო 2012

1 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია მიიღო. სიის ელექტრონული ვერსია ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მამუკა კაციტაძემ გადასცა. ერთიან სიაში ამომრჩეველთა მონაცემები 31 ივლისის მდგომარეობით არის ასახული.