საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 26 ივლისს, 17:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    26 ივლისს, 17:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    25 ივლისი, 2016
    სრულად
  • სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით

    სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით

    25 ივლისი, 2016

    2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის  კოდექსზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს.  დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც კოდექსის პროექტი ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად განიხილეს.  

    ქცევის კოდექსი, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ, მიზნად ისახავს  2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

    საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის  კოდექსის პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი თამარ ჟვანიას ბრძანებით შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ცესკოს სწავლების ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების - „საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, „სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართვლოს“ წარმომადგენლები.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ ხელი მოაწერონ საბოლოო დოკუმენტს, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

    სამუშაო ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კოდექსის საბოლოო პროექტს პირველ აგვისტომდე წარუდგენს.

    სრულად
  • საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა

    საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა

    25 ივლისი, 2016

    20 მუნიციპალიტეტში დღეს საარჩევნო განვითარების სკოლები ერთდროულად გაიხსნა; 500-მდე ახალგაზრდა საარჩევნო საკითხებზე მიიღებს ცოდნას.

    თელავში სკოლის მონაწილეებს დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიესალმა. გურჯაანში კი კურსი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა.

    „წელს ამ პროექტს ევროსაბჭოსა (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ვახორციელებთ. ახალგაზრდები, საარჩევნო საკითხებზე 10-დღიან სასწავლო კურსს გაივლიან და ვთვლი, რომ მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა და მათი სამოქალაქო, საარჩევნო ცნობიერების ზრდა არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს  წარმატებას მოუტანს,“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და  სწავლება 20 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ტარდება.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

    სრულად
  • სამუშაო შეხვედრა თელავში

    სამუშაო შეხვედრა თელავში

    24 ივლისი, 2016

    თელავში დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ინსტრუქციები და ზოგადად საკანონმდებლო სიახლეები განხილვის მთავარი თემები იყო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კახეთში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

    “ჩვენი დისკუსია საკანონმდებლო სიახლეებს შეეხება და ვფიქრობ ასეთი შეხვედრები, რეგიონული განხილვები პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ზოგადად მთლიანად საარჩევნო პროცესისთვის, რაც ხელს უწყობს ამ პროცესების ერთგვაროვან აღქმას და, რა თქმა უნდა, ურთიერთთანამშრომლობას,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

    მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე შედგა ქუთაისში და ბათუმში, სადაც აღნიშნული საკითხები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე აღნიშნული რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან განიხილეს.  

     

     

    სრულად
  • „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია

    „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია

    22 ივლისი, 2016

    დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პროექტის, - „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში (CoE) კრისტიან ურსემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.  ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარუდგინა.

    როგორც შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცესკო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს და მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლები“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.   

    სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში 25 ივლისს დაიწყება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 680-მა ახალგაზრდამ გაიარა.

    სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. 

    სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა.

    „პროექტის მიზნები უკავშირდება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდებში მოხდება საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაცია, გაიზრდება არჩევნებში მათი ჩართულობის ხარისხიც და დონეც. რაც მომავალი პროფესიული რესურსის გაზრდისა და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა“ - აღნიშნა პრეზენტაციის ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ. 

    კრისტიან ურსემ კი მედიასთან საუბრისას საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო, საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ცესკოს ხელს უწყობს მომავალი სამი საარჩევნო ციკლის წარმატებით განხორციელებაში. „უშუალოდ ამ პროექტზე თანამშრომლობით კი  მიზნად ვისახავთ - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.  

    ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და  სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“  ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

     

     

    სრულად
  • სამუშაო შეხვედრა ბათუმში

    სამუშაო შეხვედრა ბათუმში

    21 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები აჭარისა და გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია.

    ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს, რომელთა შორის ასევე იყვნენ აჭარისა და გურიის რეგიონის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშვებული ინსტრუქციები გააცნეს; განიხილეს ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

    „ვისაუბრეთ საკნონმდებლო ცვლილებებზე, ძირითადი და დამხმარე ოლქების ფუნქციებზე, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანია საზღვრების ახლებურად დანაწილების კონტექსტში. დაისვა ბევრი კითხვა როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროცედურებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხების აღქმა ყველა ჩართული მხარის მიერ ერთგვაროვანი იყო,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    მსგავსი ტიპის შეხვედრა ცესკომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისშიც გამართა, სადაც აღნიშნული საკითხები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე აღნიშნული რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან განიხილეს.

     

    სრულად

სიახლე