საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა

    28 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამორმჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

    იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

    როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიღებენ.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

    ცესკოს სპიკერმა დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა - „ასევე, მინდა შევახსენო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა,  მათ ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მომართონ მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მათ უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები.

    შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მომართოს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. ცესკო პოლიტიკურ  პარტიებს,  რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად  ყველა საჭირო პროცედურა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    სრულად
  • ცესკოს თავმჯდომარე IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცესკოს თავმჯდომარე IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    28 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან დამკვირვებლებს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

    „საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს განახორციელონ მისია თავისუფალ გარემოში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე იმსჯელა დამკვირვებლებთან - „სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რა თქმა უნდა, საზღვრებთან დაკავშირებული თემებიც განვიხილეთ,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    IRI-ს 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი (10 ქვეყნიდან) ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა მედიაორგანიზაციების, აუდიტის სამსახურის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ისინი 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. მისია დაკვირვებას მეორე ტურების დანიშვნის შემთხვევაშიც განახორციელებს.

    სრულად
  • ტრენინგი - არჩევნები და უსაფრთხოება

    ტრენინგი - არჩევნები და უსაფრთხოება

    28 ივლისი, 2016

    არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალ ინიციატივებს ახორციელებს.

    საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრენინგს გადიან.

    ტრენინგი, დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა  ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიებას, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძე ესწრებოდა.

    „საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველად ხდება აღნიშნული თემის ინიცირება. აღსანიშნავია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციასა და შს სამინისტროს შორის არსებობს, ვინაიდან მნიშვნელოვანია არჩევნების ჭრილში უსაფრთხოების, შესაძლო კონფლიქტების მოგვარების გზებზე საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და დაცული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სჭირდება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ნერმინ ნისიჩმა მედიასთან მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, - „აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც. შესაბამისად, ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი საარჩევნო პროცესში. ცესკო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე შესრულება უზრუნველყოს“, - აღნიშნა IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

    ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. ტრენინგს, IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი ატარებს, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და წამყვანი ექსპერტია საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში.

    მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

    ზემოაღნიშნულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) ახორციელებს.

    სრულად
  • კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში

    კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში

    28 ივლისი, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

    1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილების სპეციალისტი (III კატეგორია);

     

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადაა 2016 წლის 28 ივლისი - 6 აგვისტო.

    განცხადების მიღება ხორციელდება საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge - ის საშუალებით.

    სრულად
  • სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

    სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

    28 ივლისი, 2016

    1. საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge) და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge);

    2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge) და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge);

    3. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge) და ამავე დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge);

    4. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეგისტრაციების განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge) და ამავე დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილებაში - 1 სტაჟიორი (www.hr.gov.ge).

     

    სრულად
  • სემინარი არჩევნების უსაფრთხოების საკითხებში

    სემინარი არჩევნების უსაფრთხოების საკითხებში

    26 ივლისი, 2016

    არჩევნების უსაფრთხოების საკითხები იყო დღეს ცესკოში გამართული სემინარის მთავარი თემა, სადაც კონფლიქტებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დაცულობის უზრუნველყოფაზე მსჯელობდნენ.

    ღონისძიებას, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით (IFES) გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე, კომისიის წევრები, ცესკოს და სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე IFES-ის პროექტის ხელმძვანელი და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.

    სემინარს IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და არის წამყვანი ექსპერტი საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში.

    ვიზიტის ფარგლებში, ვასუ მოჰანი საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე გამართავს ტრენინგს საარჩევნო ადმინისტრაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. მიღებულ ცოდნას ორდღიანი ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

    სრულად

სიახლე