საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 29 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    29 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    29 სექტემბერი, 2016
    სრულად
  • განკარგულება №481/2016

    განკარგულება №481/2016

    28 სექტემბერი, 2016

    2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის საერთო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე

    სრულად
  • ვიზიტი ალბანეთში

    ვიზიტი ალბანეთში

    28 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ზურაბ ხრიკაძემ ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ ორგანიზებულ 25-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

    კონფერენცია და გენერალური ასამბლეა 21-23 სექტემბერს ალბანეთში, ქალაქ ტირანაში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების  განვითარების საკითხები ბოლო 25 წლის განმავლობაში. კონფერენციის მიმდინარეობისას ასევე გაიმართა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს  და გენერალური ასამბლეის შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაამტკიცეს 2015 წლის ყოველწლიური ანგარიში.

    ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციამ ალბანეთში გამართული კონფერენციის ფარგლებში დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა.

    სრულად
  • IDFI-მ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის ცესკოს სწავლების ცენტრი დაასახელა

    IDFI-მ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის ცესკოს სწავლების ცენტრი დაასახელა

    28 სექტემბერი, 2016

    28 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ 2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის დაასახელა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გადასცა სპეციალური სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 პროცენტიანი უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრი როგორც ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებება უკვე მესამედ ჯილდოვდება (2011 წ., 2015 წ. და 2016 წ.).

    სწავლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპს გამჭვირვალობა წარმოადგენს. სწავლების ცენტრი მომავალშიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საკუთარი საქმიანობის ღიაობას.

    სრულად
  • აკრედიტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის

    აკრედიტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის

    28 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია აუცილებელად უნდა  გაიარონ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

    აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია  (18:00 სთ-მდე). 

    მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

    აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

    1. ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე.
    2. ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

    ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge.

    განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

    დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

    სრულად
  • შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

    შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

    27 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

    „გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - „ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

    სრულად
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    27 სექტემბერი, 2016

    2016 წლის 27 სექტემბერს ცესკოს სწავლების ცენტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისათვის. ტრენინგი 19 მონაწილემ გაიარა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე უზრუნველყოფენ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის განხორციელებას პენიტენციური დაწესებულებების სხვა თანამშრომლებისათვის.

    ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზება, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე მსჯავრდებულების/ბრალდებულების ინფორმირების წესი, საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურები.

    მონაწილეებს გადაეცათ ცესკოს სწავლების ცენტრისა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ  მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები.

    ხმის მიცემის უფლების მქონე მსჯავრდებულების/ბრალდებულების მიერ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში საარჩევნო უფლების სრულფასოვნად რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, რომლებიც გადაეცათ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციებს მათი გავრცელების უზრუნველსაყოფად.

    სრულად
  • ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის  საარჩევნო საკითხებზე

    ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე

    27 სექტემბერი, 2016

    ტელეკომპანიების, პრესისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც გუდაურში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

    მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის ტრენერმა მაია გუდაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა რუსუდან რუხაძემ მიაწოდეს. ჟურნალისტებმა ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და იმ აქტივობების შესახებაც მიიღეს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტების კითხვებს პირადად ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე პასუხობდნენ.

    „საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი ტრენინგი ჩაატარა მედიის წარმომადგენლებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. დავფარეთ როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედია. ვთვლი რომ ეს ურთიერთობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმისთვის რომ სწორად გაშუქდეს არჩევნები,  გაკეთდეს სწორი აქცენტები და განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც ამომრჩევლისთვის, ისე ჩართული მხარისთვის. რა თქმა უნდა ეს უნდა გაკეთდეს პროფესიულად მაღალ დონეზე. 

    რაც შეეხება ბოლო ტრენინგს რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის ისე მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროცესი იყო ინტერაქტიული. დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და ჟურნალისტებმა ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი რადგან ეს ჟურნალისტები შეძლებენ არჩევნების პროფესიონალურად გაშუქებას“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ტრენინგის შეფასებისას.

    ტრენინგი გუდაურში 24-25 სექტემბერს ჩატარდა და ის საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა. ტრენინგი ჩაატარეს ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და IFES-ის ექსპერტმა.

    სრულად
  • საპილოტე პროექტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში

    საპილოტე პროექტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში

    23 სექტემბერი, 2016

    პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია განახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში.

    360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით, ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების (facebook, youtube) და ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება; რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი გარანტიაა.

    ცესკოს ეს ინიციატივა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

    შემოგვიერთდით და თავად დააკვირდით როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურა!

    სრულად

სიახლე