საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 26 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    26 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    25 სექტემბერი, 2016
    სრულად
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური ანგარიში

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური ანგარიში

    23 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.

    “ძალიან ბევრი სიახლე და სერვისი შევთავაზეთ ჩართულ მხარეებსა და ამომრჩევლებს, მაგრამ მთავარი სიახლე, რომელიც დღეს გავაჟღერეთ გახლავთ ის, რომ ნებისმიერ მსურველს, პირდაპირ - ონლაინ რეჟიმში, “ფეისბუქისა” და “იუთუბის” მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და საჯაროდ ნახონ, როგორ ითვლება შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 360 გრადუსიანი სპეციალური ვიდეო კამერის მეშვეობით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ნებისმიერ მსურველს, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით, პირდაპირ, საჯაროდ დააკვირდნენ შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში. აქ შემოდის ოქმები, ხდება ოქმებისა და მონაცემების დამუშავება და ნებისმიერს შეუძლია ეს პროცესი ნახოს საჯაროდ. ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი გამჭვირვალობისთვის, ხელმისაწვდომობისთვის და იმისთვის, რომ შედეგების მიმართ ნდობა იყოს მაქსიმალურად მაღალი,” - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.

    სპეციალურად მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე.

    ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და  1 623 384 (46.24%) კაცი.

    ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკომ  ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა. მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის (voters.cec.gov.ge) მეშვეობით; წელს პირველად მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 954 543-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

    მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 57 საინიციატივო ჯგუფი.

    რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი - 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.

    არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო) ორგანიზაციამ. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.

    თამარ ჟვანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლის დროულად ინფორმირების მიზნით ცესკომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი, მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებ-გვერდი შექმნა. ცესკოს  ვებ-გვერდი საქართველოში პირველია, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის. გარდა ამისა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ არაერთი ნაბიჯი გადადგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით.

    ცესკოს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

    ცესკომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ცხრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ნორმების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

    თამარ ჟვანიამ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოს სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. მისივე თქმით, შემუშავდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, რომლებიც ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოები ადგილობრივი თვითმმართველობების იურისტებისა და მედიისთვის. ჩართული მხარეებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დისტანციური სასწავლო პროგრამა.

    ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.

    როგორც მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

    სრულად
  • საპილოტე პროექტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში

    საპილოტე პროექტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში

    23 სექტემბერი, 2016

    პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია განახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში.

    360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით, ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების (facebook, youtube) და ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება; რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი გარანტიაა.

    ცესკოს ეს ინიციატივა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

    შემოგვიერთდით და თავად დააკვირდით როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურა!

    სრულად
  • შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციასთან

    შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციასთან

    23 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

    ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. დელეგაციის წევრებმა ხმების დათვლის ცენტრიც დაათვალიერეს, საიდანაც ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება.

    „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა საკითხებია დღის წესრიგში, იყო კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც.

    ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს მიაწვდის. ვიმსჯელეთ არჩევნების დღისთვის აუცილებელ და საჭირო საკითხებზე - ეს გახლავთ ის, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ყველა ჩართული მხარე უნდა იყოს ამისთვის  მზად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.

     

     

    სრულად
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ

    ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ

    23 სექტემბერი, 2016

    19 სექტემბერს #43 ონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინე გობეჯიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის შედგენის მიზეზი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის „FACEBOOK“-ის გვერდზე კანდიდატის მხარდამჭერი ბმულის გაზიარება გახდა, რაც საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის 1 პუნქტის ბ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალული ქმედებაა.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შესაბამის სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა.

    სრულად
  • ვაკანსია №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე

    ვაკანსია №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე

    23 სექტემბერი, 2016

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისის წევრის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

    საოლქო საარჩევნო კომისიის და დასახელება

    საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ვაკანსიების ოდენობა

    თანამდებობრივი სარგო

    1.

    №32 საოლქო საოლქო საარჩევნო კომისია

    1

    780 ლარი

     

    განაცხადები მიიღება 2016 წლის 24 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

    კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

    1. განცხადება (ივსება ადგილზე);
    2. კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
    3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
    4. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
    5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
    6. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

     

    შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

    საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.

    სრულად
  • ცესკოს წარმომადგენლების  შეხვედრა  ქალ ამომრჩევლებთან

    ცესკოს წარმომადგენლების შეხვედრა ქალ ამომრჩევლებთან

    23 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომიის წარმომადგენლები გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარში მცხოვრებ ქალ ამომრჩევლებს შეხვდნენ და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, მათთვის გასაგებ ენაზე გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამორმჩეველთა ერთიან სიაში და იპოვონ საარჩევნო უბანი. ასევე აქვთ შესაძლებლობა ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეხვედრაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისადა ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა ქალების როლსა და საარჩევნო პროცესებში მათ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ცესკოს საინფორმაციო ვიდეო რგოლები ითარგმნა, როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ ენებზე და განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

    შეხვედრა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო გზამკვლევი“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ ახორციელებს.

    სრულად
  • საინფორმაციო კამპანია

    საინფორმაციო კამპანია

    22 სექტემბერი, 2016

    დღეს ამორმჩეველთა ინფორმირების მიზნით, მორიგი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. ცესკოს წარმომადგენლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისს „ბიბლუსის“ მაღაზიის მომხმარებლებს სთავაზობდნენ. წიგნებით დაინტერესებული ბევრი მოქალაქე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებითაც დაინტერესდა. მადლობას ვუხდით „ბიბლუსის“ ადმინისტრაციას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის! აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 945 761-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

    სრულად
  • შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან

    შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან

    22 სექტემბერი, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.

    თამარ ჟვანიამ იან კელის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.

    იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.

    შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა.

    სრულად
  • ცესკოს აქციები ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით

    ცესკოს აქციები ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით

    21 სექტემბერი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიას აგრძელებს. ქუჩის აქციების ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისს მოქალაქეებს ამჯერად თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გლდანის ბაზარში სთავაზობდნენ. თითოეული მოქალაქე მაღალი მოტივაციით და აქტიურობით გამოირჩეოდა.

    სრულად

სიახლე